-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ჭიაბრიშვილი თენგიზ ანდროს ძე (08.VII.1929, საგარეჯო, სოფ. ხაშმი – 26.VII.2009, თბილისი) ეკონომისტი, მეცნიერი, თსუ-ის მაკროეკონომიკის კათედრის პროფესორი. წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი (1954). ასპირირანტურა სახალხო მეურნეობის დაგეგმვის სპეციალობით (1957) და მუშაობდა უნ-ტში სხვადასხვა კათედრაზე. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ეკონომიკის ჰუმანიზაცია - კაცობრიობის გადარჩენისა და პროგრესის პირობა“ (1964). მუშაობდა დარგობრივი ეკონ. ფაკ-ის დეკანის მოადგილედ, ფაკ-ტის ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოს სწავლულ მდივნად (1967-1972). შეთავსებით კი ეკონ. და დაგეგმვის სამეცნ.–კვლევით ინ–ტში განათლებისა და კადრების სექტორის გამგედ. მინიჭებული აქვს პროფესორის სამეცნ. წოდება (1991). იგი ხელმძღვანელობდა ეკონ. და სოც. განვითარების დაგეგმვის კათედრას (1986–დან), ხოლო შემდეგ მაკროეკონომიკის კათედრას (1992–დან).ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. ძალზე სერიოზულად ეკიდებოდა სტუდენტთა აღზრდის საქმეს, იყო ძალზე პრინციპული. გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი და თარგმანები ქართულ და რუსულ ენებზე, მრავალი სამეცნ. ნაშრომის რედაქტორია.
თხზ.: ჭიაბრიშვილი, თ. (1954). ტექნიკური პროგრესის საკითხები სსრკ მრეწველობაში. თბ., უნ–ტის გამ–ბა; ჭიაბრიშვილი, თ. (1963). დაგეგმვის პრაქტიკაში საბალანსო მუშაობის გაუნჯობესების ზოგიერთი საკითხი. თბ., უნ–ტის გამ–ბა; ჭიაბრიშვილი, თ. (1978). სპეციალისტთა კადრებით მრეწველობის უზრუნველყოფის ამოცანები. თბ.; ჭიაბრიშვილი, თ. (მთარგმნელი). (1998). მენკიუ, გრეგორი, ნ. მაკროეკონომიკა. თბ.; ჭიაბრიშვილი, თ. (2001). ეკონომიკა ხატოვან აზროვნებაში. თბ., უნ–ტის გამ–ბა. ჭიაბრიშვილი, თ. (2003). პატიოსანი ბიზნესისაკენ. თბ., უნ–ტის გამ–ბა.